თანხის დაბრუნებისა და გაუქმების პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026 წლის 31 ივლისი
1. ზოგადი პირობები
წინამდებარე პოლიტიკა განსაზღვრავს gayidvebi.ge-ს (შემდგომში "პლატფორმა", "ჩვენ") Premium სერვისებით სარგებლობისას გადახდილი თანხის დაბრუნების წესებს. ჩვენი სერვისი წარმოადგენს B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) პლატფორმას.
2. ერთჯერადი გადახდა და თანხის დაბრუნება (No Refund)
ვინაიდან სისტემაში გადახდა ხორციელდება ერთჯერადად (One-time fee) და მომხმარებლებს აქვთ სრული შესაძლებლობა გადახდამდე დეტალურად ნახონ პლატფორმის ვიდეო/დემო, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით ან პირადად ვაჩვენებთ ონლაინ ზარის (ქოლის) მეშვეობით, უკვე გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება არცერთ შემთხვევაში.
- Premium ფუნქციების გააქტიურებისთანავე სერვისი ითვლება სრულად მოწოდებულად.
- მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი დაესწროს სადემონსტრაციო ზარს ან გაეცნოს დემო მასალებს გადახდის განხორციელებამდე.
- სისტემის გამოყენების შეწყვეტა ან სერვისზე საკუთარი ნებით უარის თქმა არ წარმოშობს გადახდილი თანხის დაბრუნების საფუძველს.
3. გამონაკლისები
ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს ტექნიკური ხარვეზი გადახდის სისტემაში (მაგალითად: თუ თანხა თქვენი ბარათიდან ორჯერ ჩამოიჭრა ერთი შეცდომის გამო). მსგავსი პრობლემის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ტრანზაქციიდან 48 საათის განმავლობაში.
4. მოთხოვნის დაფიქსირება
მხოლოდ ტექნიკური შეცდომით გამოწვეული ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: support@gayidvebi.ge. გთხოვთ, მეილში მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება
- ელ. ფოსტა
- გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ან ტრანზაქციის თარიღი)